UFC-ის ქამარი რუსთავშია - ილია თოფურიამ ახალი სპორტის სასახლის გახსნაზე UFC-ის ქამარი წარადგინდა - კვირის პალიტრა

UFC-ის ქამარი რუსთავშია - ილია თოფურიამ ახალი სპორტის სასახლის გახსნაზე UFC-ის ქამარი წარადგინდა

UFC-ის ქამარი რუსთავშია - ილია თოფურიამ ახალი სპორტის სასახლის გახსნაზე UFC-ის ქამარი წარადგინდა და ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად გავხსენი.

4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ამ ქალაქში მას ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია.

რუსთავი ღირსეული, ნიჭიერი ხალხით გამორჩეული ქალაქია და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია.

სპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბევრი თვალსაზრისით; ის ნიშნავს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად აზროვნებას და მავნე ჩვევებისგან ადამიანების დაცვას. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტის განვითარებას. დღევანდელი დღე ამის გამოხატულებაა.