"ზოგჯერ ფლირტში ადამიანის აყოლა ძალიან მეზარება... როდესაც ვხედავ, ჩემი საყვარელი ადამიანი მოწყენილია, შემიძლია ჯამბაზად ვიქცე. ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მიყვარს" - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ ფლირტში ადამიანის აყოლა ძალიან მეზარება... როდესაც ვხედავ, ჩემი საყვარელი ადამიანი მოწყენილია, შემიძლია ჯამბაზად ვიქცე. ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მიყვარს"

რა დროს უჭირს ემოციების კონტროლი ნინი ზერეკიძეს

"სხვისი გრძნობებით მანიპულირება არასდროს მიცდია"

"ამოუცნობ, მარტოსულ, ძნელად გასაგებ ადამიანად ითვლება. ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია. მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას. კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას. სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი იუმორისტ ნინი ზერეკიძის ზოდიაქოს ნიშანია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ამოუცნობი რამდენად ვარ? შინაგანად იმდენად ცვალებადი ხასიათი მაქვს, რთულია ვინმემ ხასიათი შემიწყოს და შეიძლება ვიღაცას ამოუცნობად ამის გამო მოვეჩვენო. თუმცა, არაფრის გართულება არ მიყვარს. ვცდილობ, ყველაფერს მარტივად შევხედო..."

nini-zerekidze-2-1711003389.jpg

"რაც უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ვცდილობ, ყველას რჩევას მოვუსმინო, საბოლოოდ კი ისე ვიქცევი, როგორც თავად მიმაჩნია მართებულად. მინდა ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო, ჩემი შეცდომებით, ჩემი მიღწევებით და ვისწავლო საკუთარ შეცდომებზე. ფეთქებადობა იმაზეა დამოკიდებული, თავად მე რა მდგომარეობაში ვარ. რაღაც პრობლემაზე პატარა პრობლემა რომ მემატება, შეიძლება ამ უმნიშვნელო დეტალმა გამოიწვიოს ჩემი აფეთქება, ყველას ვეჩხუბო, ისეთებსაც კი, საერთოდ არაფერ შუაში რომ არიან, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ მივიდე, ბოდიში მოვუხადო..."

nini-zerekidze-3-1711003466.jpg

"თავად როგორ ხასიათზეც უნდა ვიყო, როდესაც ვხედავ, ჩემი საყვარელი ადამიანი მოწყენილია, შემიძლია ჯამბაზად ვიქცე. ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მიყვარს. ისიც კი უთქვამთ, უბრალოდ რომ გიყურებთ, ამითაც კარგი განწყობა მოგაქვსო..."

nini-zerekidze-4-1711003498.jpg

"მომწონს, როდესაც ყურადღების ცენტრში ვარ, ამას მიჩვეული გახლავართ, მაგრამ საამისოდ სპეციალურად არაფერს ვაკეთებ, ეს ბუნებრივად ხდება. როცა მეგობრების თავშეყრის ადგილზე ვარ, ვაქტიურობ და ამ ჩემი აქტიურობით ყურადღების ცენტრში ვექცევი. ზოგჯერ ფლირტში ადამიანის აყოლა ძალიან მეზარება, ხშირად საამისო დროც კი არ მაქვს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 21 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე