"ამ ხალხს არ მოსწონს პუტინის მართვის სტილი და ქვეყნის შიგნით სხვანაირი რუსეთის შექმნისთვის მუშაობს"
ლადო გამსახურდია: "ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ რუსულ ტერორს"
"ჩემი და ჩემი ბიჭების ანგარიშზე არაერთი უდანაკარგოდ შესრულებული მისიაა"
ბოლო ერთი კვირაა, უჩვეულო ამბები ხდება რუსეთში - კურსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვრისპირა რაიონებში. ვიდრე დასავლელი ლიდერები კიევისთვის შეიარაღების მიწოდების ფორმებსა და ვადებზე მსჯელობენ, ამასობაში უკრაინიდან სახელმწიფო საზღვარი ტანკებითა და ჯავშანმანქანებით გადაკვეთეს რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და ციმბირული ბატალიონის მებრძოლებმა...
"კავკასიური კავშირის" სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, "კავკასიის ლეგიონის" ყოფილმა მეთაურმა ლადო გამსახურდიამ ჟურნალთან "გზა" ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
"კავკასიის სამხედრო კომიტეტს“, ყველა კავკასიურ ქვედანაყოფთან გვაქვს კავშირი და ვიცით, რომ რუსული ლეგიონის შემდეგ სხვებიც ემზადებიან შეტევებისთვის. რაც შეეხება თავად რუსეთში არსებულ ვითარებას, იქ უკვე არიან ძალები, რომელთა მოქმედების შედეგებს უკვე ნათლად ვხედავთ - ნადგურდება სამხედრო ინფრასტრუქტურა, იარაღების საწყობები იქნება ეს, საკვანძო გზები თუ სხვა..."

"ამ ხალხს არ მოსწონს პუტინის დიქტატურული მართვის სტილი და ქვეყნის შიგნით სხვანაირი რუსეთის შექმნისთვის მუშაობს. ეს ხალხი მიიჩნევს, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინაც უნდა დატოვოს და კავკასიის რეგიონიც. ვფიქრობ, შედეგს ვნახავთ. მალე ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოკავკასიურ ქვედანაყოფებს საკუთარი ქვეყნებიდანაც ჰქონდეთ მხარდაჭერა..."
"ქართველები, ისევე როგორც სხვა უცხოელი მებრძოლები, ომის დაწყების პირველივე ეტაპზე, დროებით ტოვებდნენ ფრონტის ხაზს და მერე ისევ ბრუნდებოდნენ. ეს არავისთვის არის აკრძალული. არც ერთ ქართველს არ დაუტოვებია ბრძოლის ველი, ისინი მხოლოდ შესრულებული ოპერაციების შემდეგ მიდიან ქვეყნიდან და შემდეგ ისევ ბრუნდებიან. ვიდრე ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციას შეეცდებიან, ჯერ ის გაარკვიონ, როგორ თავდაუზოგავად იბრძვიან აქ ქართველები და რამდენი გმირი გვყავს..."
სტატიას წაიკითხავთ ჟურნალში "გზა", 21 მარტის ნომერში.
ხათუნა ბახტურიძე