"დედა დღემ­დე ვერ მო­ე­რია დათოს დაღუპვას, ვერ გა­მო­ვიგ­ლო­ვე ჩემი შვი­ლიო. ხილ­ვე­ბიც კი აქვს, სულ და­თოს ელა­პა­რა­კე­ბა, სულ მას­თან არის" - როგორია "ფართოდ გახელილი თვალების" ისტორია - კვირის პალიტრა

"დედა დღემ­დე ვერ მო­ე­რია დათოს დაღუპვას, ვერ გა­მო­ვიგ­ლო­ვე ჩემი შვი­ლიო. ხილ­ვე­ბიც კი აქვს, სულ და­თოს ელა­პა­რა­კე­ბა, სულ მას­თან არის" - როგორია "ფართოდ გახელილი თვალების" ისტორია

19 მარტს ხობ­ში დახ­ვრე­ტილ ჟურ­ნა­ლისტს, ოპე­რა­ტორ­სა და რე­ჟი­სორს დათო ბოლ­ქვა­ძეს 55 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვი­დან 30 წლის შემ­დეგ კი­ნოს სახ­ლში მის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გა. ფილ­მი „ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბი“ დათო ბოლ­ქვა­ძის ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს.

AMBEBI.GE დათო ბოლ­ქვა­ძის დას, ჟურ­ნა­ლისტ თა­მარ ბოლ­ქვა­ძეს ესა­უბ­რა. გა­ვიხ­სე­ნეთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, მძი­მე 90-ია­ნებ­ში ხობ­ში დახ­ვრი­ტეს.

თა­მარ ბოლ­ქვა­ძე:

- ფილ­მის შექ­მნის იდეა გა­უჩ­ნდა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მოღ­ვა­წე ჟურ­ნა­ლისტს, ნანა ღონ­ღა­ძეს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ადრე სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლდათ. ნა­ნას ვა­შინგტონ­ში, თეთრ სახ­ლთან ახ­ლოს არ­სე­ბულ მუ­ზე­უმ­ში, ცხელ წერ­ტილ­ში და­ღუ­პუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის აღ­მარ­თუ­ლი მე­მო­რი­ა­ლი უნა­ხავს და იქ დათო ბოლ­ქვა­ძის სა­ხე­ლი და გვა­რი ამო­უ­კი­თხავს. შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და და მკი­თხა, - და­თოს შე­სა­ხებ რა­ი­მე ფილ­მი თუ არ­სე­ბობ­და. ვუ­პა­სუ­ხე, რომ და­თოს და­ღუპ­ვი­დან სამი თვის შემ­დეგ მე შევ­ქმე­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი და 30 წლის მან­ძილ­ზე მეტი არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა-მეთ­ქი. გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა ნანა და გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი მეც. მარ­თლაც უც­ნა­უ­რია, რომ ოკე­ა­ნის გაღ­მა მცხოვ­რებ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლისტს გა­უჩ­ნდა და­თოს შე­სა­ხებ ფილ­მის შექ­მნის სურ­ვი­ლი და არა მის კო­ლე­გებს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ამ­რი­გად სცე­ნა­რის ავ­ტო­რი გახ­ლავთ ნანა ღონ­ღა­ძე და თა­ნა­ავ­ტო­რი მე. ოპე­რა­ტო­რი იყო გრი­გოლ ჩი­გო­გი­ძე, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, „პი­ო­ნერ­ფილ­მის“ და­მა­არ­სე­ბე­ლი (თავ­და­პირ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რი და ოპე­რა­ტო­რი გრი­გო­ლი იყო). შემ­დეგ ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ოპე­რა­ტორს, კახა ბუხ­რაშ­ვილს ვთხო­ვე, მა­ნაც გა­და­ი­ღო რეს­პონ­დენ­ტე­ბი და გარ­კვე­უ­ლი კად­რე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფილ­მის დას­რუ­ლე­ბა­ში ჩემი კო­ლე­გე­ბი - ირაკ­ლი ნი­ჟა­რა­ძე და გი­ორ­გი გუ­გუშ­ვილ და­მეხ­მარ­ნენ.

- ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს და­თოს ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ა­ზე...

- დიახ და მას­ში და­თოს გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი­ცაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი... მან ხომ იმ წლებ­ში ომის თე­მა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მა­ტი­ა­ნე შექ­მნა. და­თოს გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა ბევ­რი და­კარ­გუ­ლი იყო, ზოგს მით­ვი­სე­ბუ­ლი ჰქონ­და, ამ ყვე­ლაფ­რის მო­ძებ­ნა­სა და და­ხა­რის­ხე­ბა­ში ჩემი შვი­ლი - გი­ორ­გი არა­ბი­ძე და­მეხ­მა­რა. დიდი შრო­მა დაგ­ვჭირ­და. ნა­ნა­მაც ამე­რი­კი­დან გა­მოგ­ზავ­ნა მა­სა­ლა, პი­რა­დი არ­ქი­ვი და კი­დევ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის არ­ქი­ვიც გა­მო­ვი­ყე­ნეთ...

ეს ფილ­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის იმის შეხ­სე­ნე­ბაა, რომ ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში რო­გორ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ღირ­სე­ბა, რო­გორ უნდა დარ­ჩე პრო­ფე­სი­ის ერ­თგუ­ლი, რო­გორ არ უნდა და­არ­ღვიო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის არც ერთი კა­ნო­ნი და პოს­ტუ­ლა­ტი, მა­ში­ნაც კი, როცა ქვე­ყა­ნა ინ­გრე­ვა და ომია. და­თომ ეს შეძ­ლო და არ იქცა მხა­რედ. შეძ­ლო ბნელ 90-ია­ნებ­ში მის კა­მე­რას სი­ნათ­ლე და­ე­ნა­ხა და ფილ­მს ამი­ტო­მაც ჰქვია „ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბი“.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც დათო ხო­ბი­დან გად­მო­ას­ვე­ნა, ამ­ბობ­დნენ, თვალ­გა­ხე­ლი­ლი და­ი­ღუ­პა. და­თოს თვა­ლე­ბი ვერ და­უ­ხუ­ჭეს, თვალ­ღია შეხ­ვდა სიკ­ვდილს. მან ომში და ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ადა­მი­ა­ნო­ბაც და ღირ­სე­ბაც...

- რო­დის და რა­ტომ აირ­ჩია ეს საქ­მე და ეს პრო­ფე­სია?

- მთე­ლი ოჯა­ხი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დით - დედა კინო რე­დაქ­ცი­ა­ში, ოთარ სე­ფი­აშ­ვილ­თან, მე ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლდით. ე.წ. "„ტე­ლე­ვი­ზონ­ში­კე­ბის"ოჯა­ხუ­რი დი­ნას­ტია გვქონ­და... ბავ­შვო­ბი­დან­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის კედ­ლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დით, სა­დაც დე­დას ხში­რად მივ­ყავ­დით და ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სიც აქე­დან გაჩ­ნდა. და­თომ თით­ქმის ყვე­ლა რე­დაქ­ცი­ა­ში იცო­და, რა ხდე­ბო­და, ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და, ხში­რად უთ­ვალ­თვა­ლებ­და სტუ­დი­ა­ში ამა თუ იმ ჩა­წე­რას. როცა და­ი­ნა­ხეს, რომ პა­ტა­რა ბიჭს ასე­თი ცნო­ბის წა­დი­ლი ჰქონ­და, ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს უხ­სნი­და და მის­თვის ყო­ვე­ლი ოთა­ხის კარი ღია იყო. პირ­ვე­ლად სხვა­დას­ხვა რე­დაქ­ცი­ა­ში რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობ­და, იყო თე­ატ­რა­ლურ რე­დაქ­ცი­ა­ში. როცა უკვე „მე­ო­რე არხი“ შე­იქ­მნა, ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი ებ­რა­ლი­ძემ თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა. სა­ნამ იმ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად წა­ვი­დო­და, უკვე "მე­ო­რე არხზე" რე­ჟი­სო­რი იყო.

ნატო ონი­ა­ნი ერთ-ერთ სი­უ­ჟეტ­ში იხ­სე­ნებს, იმას რა­საც ერთი დათო ბოლ­ქვა­ძე მი­კე­თებ­და, იმას სამი კაცი ერ­თად ვერ აუ­დი­ო­დაო. ჩემი ოპე­რა­ტო­რიც იყო, რე­ჟი­სო­რიც და პრო­დი­უ­სე­რი­ცო... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ხა­ტავ­და, თო­ი­ძის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბე­ლი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ესეც ეხ­მა­რე­ბო­და და მისი კა­მე­რა სა­ო­ცარ რა­ღა­ცებს ხე­დავ­და. მისი ეს­თე­ტი­კა სხვა­ნა­ი­რია. ომის დროს როცა ქვე­ყა­ნა ინ­გრე­ვა, ტყვი­ე­ბის წვი­მაა და „ბე­ემ­პე­ზე“ დამ­ჯდარ ბარ­ტყს გა­და­ი­ღებ, ასე­ვე ტა­ლა­ხი­ან გუ­ბე­ში მტრე­დი რო­გორ სვამს წყალს - ალ­ბათ ბევრ რა­მე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

- ტრა­გე­დია, რაც თქვენს ოჯახს და­ა­ტყდა თავს, რო­გორ დაძ­ლი­ეთ, ამ დიდ ტკი­ვილს რო­გორ მო­ე­რი­ეთ?

- დედა დღემ­დე ვერ მო­ე­რია ამას და სულ ეს აქვს სათ­ქმე­ლი, რომ ვერ გა­მო­ვიგ­ლო­ვე ჩემი შვი­ლი, ჩემ­თვის და­თოს და­ღუპ­ვა ისევ გუ­შინ­დე­ლი დღე­აო. ხილ­ვე­ბიც კი აქვს, ფაქ­ტობ­რი­ვად სულ და­თოს ელა­პა­რა­კე­ბა, სულ მას­თან არის. გააგრძელეთ კითხვა