რა ხდებოდა სამთავრობო ლოჟაში და ვინ ვისთან ერთად დაესწრო გუშინდელ მატჩს? - პრემიერი შვილებთან ერთად, პრეზიდენტი, პოლიტიკოსები, "კვარა" და თოფურია (ფოტოები)
საქართველომ ლუქსემბურგს მოუგო და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინალში ითამაშებს. მატჩი დრამატული გამოდგა. თამაში ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმდა მომენტები მეტოქესაც ჰქონდა.

ანგარიში 41-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მეორე ტაიმის საწყის ეტაპზე, 53-ე წუთზე ლუქსემბურგმა გოლი გაიტანა, თუმცა ეს გოლი გაუქმდა, რადგან მანამდე მიქაუტაძესთან ორთაბრძოლაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები დაჯარიმდნენ, ამ ეპიზოდს წითელი ბარათი მოჰყვა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. მატჩის 64 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა. საბოლოოოდ თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ფინალსაც მოიგებენ, საქართველო ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.დინამო არენაზე გუშინ გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობა იმყიფებოდა. განსაკუთრებით ემოციური იყო, როდესაც მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ათასობით გულშემატკივრის წინ საჩემპიონო ქამარი წარადგინა. ილიას მაყურებელი ოვაციებით შეხვდა. სპორტსმენმა ფეხბურთელები გაამხნევა.
მატჩს პრემიერი და პოლიტიკოსები შვილებთან ერთად ესწრებოდნენ. გააგრძელეთ კითხვა