რა ხდებოდა სამთავრობო ლოჟაში და ვინ ვისთან ერთად დაესწრო გუშინდელ მატჩს? - პრემიერი შვილებთან ერთად, პრეზიდენტი, პოლიტიკოსები, "კვარა" და თოფურია (ფოტოები) - კვირის პალიტრა

რა ხდებოდა სამთავრობო ლოჟაში და ვინ ვისთან ერთად დაესწრო გუშინდელ მატჩს? - პრემიერი შვილებთან ერთად, პრეზიდენტი, პოლიტიკოსები, "კვარა" და თოფურია (ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლომ ლუქ­სემ­ბურგს მო­უ­გო და ევ­რო­პის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, ფი­ნალ­ში ითა­მა­შებს. მატ­ჩი დრა­მა­ტუ­ლი გა­მოდ­გა. თა­მა­ში ჩვე­ნი გუნ­დის სრუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­და მო­მენ­ტე­ბი მე­ტო­ქე­საც ჰქონ­და.

434096507-996022595220702-1271826509716290242-n-32435-1711088106.jpg

ან­გა­რი­ში 41-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გახ­სნა. გოლი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ გა­ი­ტა­ნა. მე­ო­რე ტა­ი­მის სა­წყის ეტაპ­ზე, 53-ე წუთ­ზე ლუქ­სემ­ბურ­გმა გოლი გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა ეს გოლი გა­უქ­მდა, რად­გან მა­ნამ­დე მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან ორ­თაბ­რძო­ლა­ში მე­ტო­ქე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და­ჯა­რიმ­დნენ, ამ ეპი­ზოდს წი­თე­ლი ბა­რა­თი მოჰ­ყვა და მე­ტო­ქე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს. მატ­ჩის 64 წუთ­ზე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ დუბ­ლი გა­ი­ფორ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა გა­ზარ­და. სა­ბო­ლო­ო­ოდ თა­მა­ში ჩვე­ნი გუნ­დის გა­მარ­ჯვე­ბით 2-0 დას­რულ­და.

434055348-995991238557171-288000307084917958-n-32432-1711088106.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთ­სა და ყა­ზა­ხეთს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს შეხ­ვდე­ბა. თუ ფი­ნალ­საც მო­ი­გე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.დი­ნა­მო არე­ნა­ზე გუ­შინ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა იმ­ყი­ფე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო, რო­დე­საც მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე UFC-ის პირ­ველ­მა ქარ­თველ­მა ჩემ­პი­ონ­მა, ილია თო­ფუ­რი­ამ ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რის წინ სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი წა­რად­გი­ნა. ილი­ას მა­ყუ­რე­ბე­ლი ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდა. სპორ­ტსმენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­ამ­ხნე­ვა.

მატჩს პრე­მი­ე­რი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შვი­ლებ­თან ერ­თად ეს­წრე­ბოდ­ნენ. გააგრძელეთ კითხვა