ნუცა ბუზალაძის გამოსვლა საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ტაიმებს შორის - მომენტი, რომელიც ეთერში არ გასულა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ნუცა ბუზალაძის გამოსვლა საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ტაიმებს შორის - მომენტი, რომელიც ეთერში არ გასულა (ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ლუქ­სემ­ბურგს მო­უ­გო და ევ­რო­პის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, ფი­ნალ­ში გა­ვი­და. მატ­ჩი საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა ნაკ­რე­ბის შემ­ტევ­მა, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ - სა­ბო­ლო­ოდ მატ­ჩი ან­გა­რი­შით 2-0 დას­რულ­და.

screenshot-2024-03-22-102335-1711088666.png

ფი­ნალ­ში ჩვე­ნი გუნ­დი სა­ბერ­ძნეთ­სა და ყა­ზა­ხეთს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ვინ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტო­ქე ეს დღეს გა­ირ­კვე­ვა.

ფი­ნა­ლის მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ითა­მა­შებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტა­ი­მებს შო­რის ფეხ­ბურ­თის ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რის წი­ნა­შე ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ იმ­ღე­რა. ნუ­ცამ სიმ­ღე­რა Firefighter შე­ას­რუ­ლა, ეს ის სიმ­ღე­რაა, რო­მელ­საც ბუ­ზა­ლა­ძე "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" იმ­ღე­რებს. ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელშ "ევ­რო­ვი­ზია სა­ქარ­თვე­ლოს" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ავ­რცე­ლებს.

წყარო