ეთერ ლიპარტელიანმა კარიერაში თავისი პირველი გრან სლემი მოიგო , შეყვარებულმა კი ხელი სთხოვა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული?
ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ მან კარიერაში თავისი პირველი გრან სლემი მოიგო.
გარდა ამისა, ეთერისთვის კიდევ ერთი მომენტით იყო გამორჩეული დღევანდელი დღე.
"და მან თქვა დიახ, ვულოცავთ ეთოს და თემო", - წერს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია და ხელის თხოვნის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს:
სპორსტმენის რჩეული თემო ნოზაძეა.