მოსკოვის ცენტრში საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს - რა ინფორმაცია ვრცელდება დაღუპულებზე და დაშავებულებზე? - კვირის პალიტრა

მოსკოვის ცენტრში საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს - რა ინფორმაცია ვრცელდება დაღუპულებზე და დაშავებულებზე?

მოსკოვის ცენტრში საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

“რია ნოვოსტის” ცნობით, სამმა პირმა საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ცეცხლი გახსნა.

“კროკუს სითი ჰოლის” პარტერში სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები შევარდნენ, მინიმუმ სამი, ცეცხლი გახსნეს ავტომატური იარაღიდან. ნამდვილად არიან დაჭრილები… ამის შემდეგ ისროლეს ყუმბარა ან ბომბი, შედეგად ცეცხლი გაჩნდა…

ადამიანები, რომლებიც დარბაზში იმყოფებოდნენ, ძირს დაწვნენ, რათა სროლას გადარჩენოდნენ, 15-20 წუთი იწვნენ, რის შემდეგაც ცოცვით დაიწყეს გასვლა. ბევრმა გასვლა შეძლო”, - წერს გამოცემა საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"