"სროლის და ყვირილის ხმა გვესმოდა. სარდაფის მეორე გასასვლელიდან გვინდოდა თავის დაღწევა. თუმცა კარი ჩაკეტილი იყო" - რას ჰყვებიან მოსკოვის ცენტრში ტერაქტის დროს გადარჩენილები? - კვირის პალიტრა

"სროლის და ყვირილის ხმა გვესმოდა. სარდაფის მეორე გასასვლელიდან გვინდოდა თავის დაღწევა. თუმცა კარი ჩაკეტილი იყო" - რას ჰყვებიან მოსკოვის ცენტრში ტერაქტის დროს გადარჩენილები?

მოსკოვის ცენტრში საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

"როცა სროლა დაიწყო, სარდაფისკემ გავიქეცით და იქ ჩავიკეტეთ. იქ ჩვენ ბევრი ხალხი დაგვხვდა", - ამის შესახებ მოსკოვის სა ვაჭრო ცენტრ "კროკუს სიტი ჰოლის" ტრაგედიისას ერთ-ერთი გადარჩენილი ჰყვება.

"სროლის და ყვირილის ხმა გვესმოდა. სარდაფის მეორე გასასვლელიდან გვინდოდა თავის დაღწევა. თუმცა კარი ჩაკეტილი იყო. სახანძრო ცულით გავანგრიეთ და გავიქეცით. უკან რომ მოვიხედე, ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული", -ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

კიდევ ერთი გადარჩენილის თქმით, სროლა რომ დაიწყო, ის სარეკლამო დაფას ამოეფარა და ამან გადაარჩინა.

" სამხედრო ფორმებში და ზურგჩანთებით იყვნენ. უწესრიგოდ ისროდნენ" - აცხადებს მოქალაქე.