რას ამბობს ზელენსკის ოფისი მოსკოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს ზელენსკის ოფისი მოსკოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე

მოსკოვის ცენტრში საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძვანელის.მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს მოსკოვის სავაჭრო ცენტრ "კროკუს სიტი ჰოლში" განვითარებულ მოვლენებთან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის თქმით კი, ტერაქტი "კროკუსში" რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციაა.