"თავდამსხმელებმა სამხედრო ან საჰაერო წვრთნები გაიარეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლის" თავდამსხმელებზე?
"სავარაუდოდ, თეთრი Renault-ით გადაადგილდებოდნენ, რომელიც გადაღებეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი თავდამსხმელებზე: Crocus City Hall-ში მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო (ფოტოები)
საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი“ იუწყება, რომ მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია "ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ "ტელეგრამის არხზე" გაავრცელა.
ამასთან, როგორც BBC- ი წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული. BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა აღნიშნავს, რომ ჯგუფმა წარსულში აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა.
რა ვიცით თავდამსხმელებზე?
ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან ისინი, რა მოტივი ჰქონდათ და აქვთ სად არიან. თვითმხილველები აღწერენ "ყავისფერ ტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანებს", ზოგიერთი კი ამბობს, რომ ეცვათ ჟილეტი და იყვნენ შენიღბულები. ვერ აკონკრეტებენ რამდენი თავდამსხმელი იყო. კროკუსზე თავდასხმის შემდეგ გავრცელებული ვიდეოებიდან გამომდინარე, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ სულ მცირე სამი თავდამსხმელი იყო. გააგრძელეთ კითხვა