"თავ­დამ­სხმე­ლებ­მა სამ­ხედ­რო ან სა­ჰა­ე­რო წვრთნე­ბი გა­ი­ა­რეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი მოს­კო­ვის "კრო­კუს სითი ჰოლის" თავდამსხმელებზე? - კვირის პალიტრა

"თავ­დამ­სხმე­ლებ­მა სამ­ხედ­რო ან სა­ჰა­ე­რო წვრთნე­ბი გა­ი­ა­რეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი მოს­კო­ვის "კრო­კუს სითი ჰოლის" თავდამსხმელებზე?

"სავარაუდოდ, თეთრი Renault-ით გადაადგილდებოდნენ, რომელიც გადაღებეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი თავდამსხმელებზე: Crocus City Hall-ში მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო (ფოტოები)

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ იუ­წყე­ბა, რომ მოს­კო­ვის "კრო­კუს სითი ჰოლ­ზე" თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო. სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნავს, რომ ინ­ფორ­მა­ცია "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ სა­კუ­თარ "ტე­ლეგ­რა­მის არხზე" გა­ავ­რცე­ლა.

ამას­თან, რო­გორც BBC- ი წერს, ინ­ფორ­მა­ცია და­მო­უ­კი­დებ­ლად არ არის გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი. BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი გორ­დონ კო­რე­რა აღ­ნიშ­ნავს, რომ ჯგუფ­მა წარ­სულ­ში აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ისეთ თავ­დას­ხმებ­ზე, რომ­ლებ­თა­ნაც მას სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქონ­და.

რა ვი­ცით თავ­დამ­სხმე­ლებ­ზე?

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ვინ არი­ან ისი­ნი, რა მო­ტი­ვი ჰქონ­დათ და აქვთ სად არი­ან. თვითმხილ­ვე­ლე­ბი აღ­წე­რენ "ყა­ვის­ფერ ტან­საც­მელ­ში ჩაც­მულ ადა­მი­ა­ნებს", ზო­გი­ერ­თი კი ამ­ბობს, რომ ეც­ვათ ჟი­ლე­ტი და იყ­ვნენ შე­ნიღ­ბუ­ლე­ბი. ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ რამ­დე­ნი თავ­დამ­სხმე­ლი იყო. კრო­კუს­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ვიმ­სჯე­ლოთ, რომ სულ მცი­რე სამი თავ­დამ­სხმე­ლი იყო. გააგრძელეთ კითხვა