ვინ არიან მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელები? - "ბრალდებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან" - კვირის პალიტრა

ვინ არიან მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელები? - "ბრალდებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან"

გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 115-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია.

433377901-1889564538161179-7778914438225232934-n-1711177463.jpg

მედიაში გავრცელდა ინცორმაცია, რომ 6 ტერორისტიდან 4 სავარაუდო დამნაშავის ვინაობა უკვე ცნობილია და მათ შესახებ ინფორმაცია რუსეთში სამართალდამცავებს უკვე გადაეცათ.

433584372-3280881698716063-4989488755473685571-n-1711177463.jpg

რუსული მედიის ცნობით, ტერაქტში ბრალდებულები არიან ტაჯიკეთის მოქალაქეები: მაჰმადრასულ ნასრიდინოვი 37 წლის, რივოჟიდინ იცმონოვი 51 წლის, შოჰინჯონ საფოლზოდა 21 წლის, რუსტამ ნაზაროვი 29 წლის. დაკავებულია თუ არა რომელიმე მათგანი, ჯერ მედიისთვის უცნობია.

430240735-7514621158591997-4933118734023515560-n-1711177463.jpg

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლის" თავდამსხმელებს შესაძლოა თან ჰქონდეთ ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.