"500 ათასი რუბლი უნდა ამეღო, ტელეგრამზე მომწერეს" - რას ამბობს „კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაში სავარაუდო ბრალდებული? (VIDEO) - კვირის პალიტრა

"500 ათასი რუბლი უნდა ამეღო, ტელეგრამზე მომწერეს" - რას ამბობს „კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაში სავარაუდო ბრალდებული? (VIDEO)

გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 115-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია.

ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც აღიარებს დანაშაულს.

- რას აკეთებდი კროკუსში?

- ჩავცხრილე

- ვინ?

- ხალხი

- რატომ?

- ფულისთვის

- საიდან აიღეთ იარაღი?

- იარაღი მათ თავად მოგვიტანეს

- ვინ არიან ისინი?

- არ ვიცი ტელეგრამზე მოგვწერეს. მათ მომწერეს - ისმის გავრცელებულ ვიდეოში

გავრცელებულ დაკითხვის კადრებში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აღნიშნავს, რომ მას „კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმისთვის 500 000 რუბლი უნდა აეღო. თანხის ნაწილი უკვე აიღო და ნაწილი შემდეგ უნდა მიეღო.