"ზოგმა თქვა ბედნიერების საქმეაო, ზოგმა - პირიქით. უბედურება კი მართლა ბევრი მოხდა - სულ მთავარი მათგან - მე დავიბადე" - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი კეკელიძე?
ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მშობლების ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მათი ქორწილის დღესაა გადაღებული. ერთ ფოტოზე გიორგი კეკელიძის მშობლები და ბებიაა ასახული, მეორე ფოტოზე კი მანქანაში მსხდომი მშობლებია:
"ესეც ფოტოა ქორწილიდან. ქვა მოხვდა და უკანა შუშა ჩატყდა. ზოგმა თქვა ბედნიერების საქმეაო, ზოგმა - პირიქით. უბედურება კი მართლა ბევრი მოხდა - სულ მთავარი მათგან - მე დავიბადე" - წერს გიორგი კეკელიძე.