ოზურგეთში, 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს - კვირის პალიტრა

ოზურგეთში, 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

ოზურგეთში, 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. იგი კლინიკა „მედალფაშია" გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა ე.წ. ქურდულ გარჩევას.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დაჭრას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.