საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია - კვირის პალიტრა

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა 26 მარტის დაპირისპირებაზე (21:00) დასასაწრები ყველა ბილეთი 5 საათსა და 35 წუთში გაიყიდა, - ამ ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

შესაბამისად, სამშაბათის ეპოქალურ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს 55 ათასამდე მაყურებელი უქომაგებს და მე-12 მოთამაშის როლს შეასრულებს, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ ლუქსუმბურგთან მატჩში იყო... წყარო