"ქუჩა ჩვენ­თვის დიდი სცე­ნაა, სა­დაც უამ­რა­ვი ხალ­ხი გი­ყუ­რებს" - მარიამ გერსამიას იმედგაცრუება ქართულ კონკურსებში და გზა ქუჩის მუსიკოსობამდე - კვირის პალიტრა

"ქუჩა ჩვენ­თვის დიდი სცე­ნაა, სა­დაც უამ­რა­ვი ხალ­ხი გი­ყუ­რებს" - მარიამ გერსამიას იმედგაცრუება ქართულ კონკურსებში და გზა ქუჩის მუსიკოსობამდე

ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბი, თბი­ლის­ში, ვაგ­ზლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მღე­რი­ან. გო­გო­ნა 21 წლის მა­რი­ამ სერ­გია, ვი­დე­ო­ში მისი მე­წყვი­ლე კი კახა ცინ­ცა­ძეა, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ხუთი თვის წინ, მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქმა­რი გახ­და. კა­ხამ და მა­რი­ამ­მა ერ­თმა­ნე­თი ხუთი წლის წინ ქუ­ჩა­ში, სიმ­ღე­რის დროს გა­იც­ნეს, მას შემ­დეგ იყო ქუჩა, კონ­კურ­სე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რი რაც დღემ­დე აქვთ სიყ­ვა­რუ­ლია...

მა­რი­ამ სერ­გი­ამ Ambebi.ge-ს ქუ­ჩა­ში სიმ­ღე­რა­ზე, ქმარ­ზე და მო­მა­ვალ­ზე ესა­უბ­რა. მისი თქმით, ვი­დეო, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, რამ­დე­ნი­მე თვის წინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი და ბოლო დროს ქუ­ჩა­ში სამ­ღერ­ლად გას­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებს, რად­გან ვი­ზა­ჟის კურ­სებ­ზე და­დის

278021907-3149156078666536-9165801203405431877-n-54966-1711215131.jpg

- 21 წლის ვარ, ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან ლა­პა­რა­კი არ მქონ­და და­წყე­ბუ­ლი ღი­ღი­ნი რომ და­ვი­წყე. თა­ვი­დან ჩემ­თვის ვმღე­რო­დი, შემ­დეგ თავი და­ვა­ნე­ბე. სიმ­ღე­რას რომ და­ვუბ­რუნ­დი, ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, ყო­ველ­თვის მსი­ა­მოვ­ნებ­და ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბის მოს­მე­ნა. მა­შინ 16 წლის ვი­ყა­ვი, ჩემი ოჯა­ხი ამას გა­გე­ბით შეხ­ვდა, მა­თაც ძა­ლი­ან მოს­წონთ ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მი­დი­ხარ ქუ­ჩა­ში, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ხარ, ამ დროს ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი გხვდე­ბა, გამ­ხი­ა­რუ­ლებს და კარგ გან­წყო­ბა­ზე გა­ყე­ნებს. მამა ახ­ლოს არის მუ­სი­კას­თან, ყო­ველ­თვის უნ­დო­და რომ სიმ­ღე­რა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. გააგრძელეთ კითხვა