"არ ვარ სტალინის მეთოდების მოყვარული, მაგრამ..." - რას ამბობენ რუსეთში მომხდარ ტრაგედიაზე თინა კანდელაკი, დიმიტრი მედვედევი და სხვა რუსი ჩინოსნები? - კვირის პალიტრა

"არ ვარ სტალინის მეთოდების მოყვარული, მაგრამ..." - რას ამბობენ რუსეთში მომხდარ ტრაგედიაზე თინა კანდელაკი, დიმიტრი მედვედევი და სხვა რუსი ჩინოსნები?

მოსკოვში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შემ­დეგ, რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით გა­მო­დი­ან, რა­ზეც მო­რა­ტო­რი­უ­მიც 1997 წელს შე­მო­ი­ღეს.

დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი ამ­ბობს, რომ ტე­რო­რის­ტებს მხო­ლოდ ტე­რო­რის ძალა ეს­მით:

"ტე­რო­რის­ტებს ეს­მით მხო­ლოდ სა­პა­სუ­ხო ტე­რო­რი. არა­ვი­თა­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ეხ­მა­რე­ბა, თუ ძა­ლას ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით არ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი. ტე­რო­რის­ტე­ბის სრუ­ლი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა და მათი ოჯა­ხე­ბის მი­მართ რეპ­რე­სი­ე­ბი, ეს არის მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა. თუ დად­გინ­და, რომ ისი­ნი არი­ან კი­ე­ვის რე­ჟი­მის ტე­რო­რის­ტე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია მათ­თან და მათ იდე­ო­ლო­გი­ურ ინ­სპი­რა­ტო­რებ­თან სხვაგ­ვა­რად მოქ­ცე­ვა.“

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის აღ­დგე­ნის მომ­ხრეა თინა კან­დე­ლა­კიც. მისი თქმით, სტა­ლი­ნის­ტი არ არის, მაგ­რამ რიგ სა­კი­თხებ­ში ეთან­ხმე­ბა:

"კომ­პრო­მი­სე­ბის და დათ­მო­ბე­ბის დრო წა­სუ­ლია, დამ­წვა­რი და გა­თე­ლი­ლია. სა­მუ­და­მოდ. მაგ­რამ არა დღეს და არა გუ­შინ, მტე­რი დიდი ხა­ნია ნა­თე­ლია. ჩვე­ნი მტრო­ბის ფერ­ფლი რუს ხალ­ხს არა­სო­დეს და­უ­ფა­რავს თვა­ლებს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი შუ­რის­ძი­ე­ბას ითხო­ვენ. მა­ში­ნაც და ახ­ლაც. დროა გა­დამ­წყვე­ტად და შე­უქ­ცე­ვად ვთქვათ, რომ მტრებს უნდა ვებ­რძო­ლოთ და არა და­ვე­თან­ხმოთ.“ ეს ფრა­ზა ერთხელ თქვა იო­სებ სტა­ლინ­მა. მე არ ვარ სტა­ლი­ნის მე­თო­დე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია არ და­ვე­თან­ხმო ამ ცი­ტა­ტას.

რა­ი­მე ჰუ­მა­ნიზ­მზე სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი პირ­და­პირ ეთერ­ში უნდა გა­და­ი­ცეს: საჩ­ვე­ნე­ბე­ლი უნდა იყოს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრაქ­ტი­კა და სამ­წუ­ხა­როა, რომ ახლა სიკ­ვდი­ლით დას­ჯა არ არ­სე­ბობს. ასე­თი მტრე­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი სას­ჯე­ლი არის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის აღ­სრუ­ლე­ბა.“ - ამ­ბობს კან­დე­ლა­კი. გააგრძელეთ კითხვა