ინფორმაცია მათთვის, ვინც ფეხბურთის ისტორიული მატჩის ბილეთები ვერ შეიძინა
კახი კალაძის ინფორომაციით, დედაქალაქის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანს კვლავ მოაწყობს ფეხბურთის საყურებლად.
გარდა ამისა, 26 მარტს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.