"რამდენ პირად ტკივილსა და დარდს იტევდა შენი გული... " - რას წერს მეგობარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ? - კვირის პალიტრა

"რამდენ პირად ტკივილსა და დარდს იტევდა შენი გული... " - რას წერს მეგობარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ?

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა, -აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, ვანო ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ბრძო­ლის ველ­ზე და­ე­ცა.

"ბრძო­ლა­ში გმი­რუ­ლად და­ე­ცა ჩვე­ნი ძმა თენ­გო ჭა­ნია, "აზო­ვის“ მე­სა­მე მო­ი­ე­რი­შე ბრი­გა­და“, - წერს ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

მებ­რძო­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი მაია კა­ლან­დი­აა:

"რო­გორ მო­გე­პა­რა ტყვია და რა­ნა­ი­რად, რო­გორ გა­გი­ბე­და?! რამ­დე­ნი­მე დღის წინ გე­ლა­პა­რა­კე და თურ­მე ბო­ლო­ჯერ და­მი­ძა­ხე, -მაია ძღაბ მუჭო რექ?-მაია ძღა­ბი! სა­ოც­რად ტკბი­ლად მომ­მარ­თავ­დი. აჩიგ­ვა­რე­ლი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი მე­ძახ­დნენ ასე ბავ­შვო­ბა­ში...

მათ­ბობ­და სა­მურ­ზა­ყა­ნო­უ­ლი, შენი ტკბი­ლი მეგ­რუ­ლი, შენ­ზე უბო­რო­ტო ადა­მი­ა­ნი ძნე­ლად მო­სა­ძებ­ნია. რამ­დენ პი­რად ტკი­ვილ­სა და დარდს იტევ­და შენი გული, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე წინ, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი გე­ყე­ნა.

საყ­ვა­რე­ლო მე­გო­ბა­რო - ჭანო !

შენ იბ­რძო­დი ჩვე­ნი სა­ხე­ლით, სამ­ყა­როს უბო­რო­ტე­სი მტრის წი­ნა­აღ­მდეგ და უკ­რა­ი­ნის მი­წა­ზე ებ­რძო­დი ღო­რებს, ვინც სახლ-კარი აგი­ოხ­რა აფხა­ზეთ­ში. რო­გორ ვთქვა წარ­სულ­ში, რომ მყავ­დი უერ­თგუ­ლე­სი და უა­ლა­ლე­სი მე­გო­ბა­რი, ვაჟ­კა­ცი და უკან­და­უ­ხე­ვე­ლი. დი­დე­ბა გმი­რებს!დი­დე­ბა თენ­გიზ ჭა­ნი­ას სა­ხელს!"მ - წერს მაია კა­ლან­დია.