"რით ვერ მოინელეთ ლადო აფხაზავა, რით ვერ ამოიგდეთ თავიდან?დაუმსახურებელი არაფერი არ მჭირდება და არც რომელიმე მთავრობის იმედად არ მიცხოვრია" - რას წერს ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"რით ვერ მოინელეთ ლადო აფხაზავა, რით ვერ ამოიგდეთ თავიდან?დაუმსახურებელი არაფერი არ მჭირდება და არც რომელიმე მთავრობის იმედად არ მიცხოვრია" - რას წერს ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში?

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანთა კატეგორიას სურს მას რეპუტაცია შეულახონ:

"სამწუხაროდ, მასზე ვწერ, ვისაც თვითგანადგურებისკენ აქვს მიდრეკილება (ამას აქვს მიზეზებიც). 2017 წლის შემდეგ რომ გსურთ, ლადო აფხაზავაზე ათასი საშინელება დაწეროთ, ცდილობთ, რეპუტაცია შეულახოთ და არასდროს პასუხი არ გაუცია, ალბათ უნდა მიხვდეთ, რომ გაჩერდეთ (ამიტომაც ვწერ თვითგანადგურების ინსტინქტზე).რით ვერ მოინელეთ ლადო აფხაზავა, რით ვერ ამოიგდეთ თავიდან? რით ვერ მოიშორეთ ერთხელ და სამუდამოდ? ამბობთ, უსამშობლო არის ლადო აფხაზავაო და ვიყო თქვენთვის უსამშობლო, არც არავინ გაძალებთ, სხვანაირად ფიქრობდეთ.ვისაც არ შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს რამე, მუდმივად სხვის განადგურებაზე, მოხსნაზე, რეპუტაციის შელახვაზე, თავის განდიდებაზე, მოჩვენებითი გავლენის მოპოვებაზე ფიქრობს და ვერაფერს შველის შესისხლხორცებულ ბინძურ უნარ-ჩვევებს და დამოკიდებულებებს და სწორედ ამიტომაც აფრქვევს სიძულვილს, გაუტანლობას.საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ადამიანი არ არის ბრმა და იციან, ვის უნდა ენდონ და ვის არა.დაუმსახურებელი არაფერი არ მჭირდება და არც რომელიმე მთავრობის იმედად არ მიცხოვრია და არც ვიცხოვრებ. ხელისუფლება იმისთვის გვჭირდება, ჩვენ გვემსახუროს და არა პირიქით , ამიტომაც მუდმივად უნდა ვაკრიტიკოთ და არა ფრთები შევასხათ, არც ანგელოზებად წარმოვაჩინოთ. ანგელოზები ზეცაში არიან და არა დედამიწაზე.ვაი, რომ ზოგიერთს ხელისუფლების ქება მიაჩნია სამშობლოს სიყვარულად, ის კი არ იციან , რომ ყველაფერი დროებითია.განათლება ადამიანური ღირებულებებია და არა მხოლოდ გამართულად წერა, მით უმეტეს - სოციალურ ქსელში. რა პატარა ადამიანი უნდა იყო, სხვისი ტექსტი აიღო, წითელი ხაზებით მონიშნო გრამატიკული შეცდომები და შემდეგ გაასაჯაროვო. ღმერთს არასად ეჩქარება და ყველას იმას მიუზღავს, რაც დაიმსახურა. ჰოდა, დაელოდეთ ან შეიცვალეთ და შეიყვარეთ ადამიანები, ისინიც, ვინც თქვენსავით არ ფიქრობენ.