ბექაურმა მეტოქეს 51 წამში სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა - ვიდეო - კვირის პალიტრა

ბექაურმა მეტოქეს 51 წამში სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა - ვიდეო

თბილისის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი, ამერიკელი ჯონ იაინი, რუმინელი ალექს ჩრეტი და ბერძენი თეოდოროს ცელიდისი დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევს 51 წამში იპონით სძლია.