წვიმას ბრაზილიაში 25 ადამიანის ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

წვიმას ბრაზილიაში 25 ადამიანის ემსხვერპლა

ძლიერმა წვიმამ ბრაზილიაში ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას და მეწყერს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

მაშველები ესპირიტუ-სანტუსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში ჩარჩენილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ამჟამად ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველი ახორციელებს.

15 ადამიანი ესპირიტუ-სანტუში დაიღუპა. შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებული ტერიტორიებიდან, სადაც 270-ზე მეტი სახლი განადგურდა, 5 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

"ინტერპრესნიუსი"