ემანუელ მაკრონმა დაასახელა, თუ ვინ დგას მოსკოვის ტრაგედიის უკან - "მათ საფრანგეთშიც სცადეს თავდასხმა" - კვირის პალიტრა

ემანუელ მაკრონმა დაასახელა, თუ ვინ დგას მოსკოვის ტრაგედიის უკან - "მათ საფრანგეთშიც სცადეს თავდასხმა"

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

„საფრანგეთს აქვს ინფორმაცია, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოებამ დაგეგმა და განახორციელა“, - აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ იმ ჯგუფმა, რომელიც რუსეთში საკონცერტო დარბაზს თავს დაესხა, თავდასხმები საფრანგეთის ტერიტორიაზეც სცადა.

„ამ კონკრეტულმა ჯგუფმა ჩვენს მიწაზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობა განახორციელა“, - აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთმა თავდასხმა თავის სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენოს და რომ რუსეთის მხრიდან ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის უკრაინის წინააღმდეგ გადატანა.

"ინტერპრესნიუსი"