"გადასაძრომების მეტი რა არის...ვერ ვიშოვე ბილეთი, 3 საათი ვეჩხუბე კომპიუტერს" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე? - კვირის პალიტრა

"გადასაძრომების მეტი რა არის...ვერ ვიშოვე ბილეთი, 3 საათი ვეჩხუბე კომპიუტერს" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე?

“ვერ ვიშოვე ბილეთი, 3 საათი ვეჩხუბე კომპიუტერს, მერე გავთიშე და დავივიწყე... გადასაძრომების მეტი რა არის“- ალეკო ელისაშვილმა საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო - საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.