"ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ თამაში არ შეუძლია. მოგების მენტალიტეტი არის ის, რომ ყოველდღე მიზნისთვის იცხოვრო..." - რას ამბობს ვილი სანიოლი ისტორიული მატჩის წინ - კვირის პალიტრა

"ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ თამაში არ შეუძლია. მოგების მენტალიტეტი არის ის, რომ ყოველდღე მიზნისთვის იცხოვრო..." - რას ამბობს ვილი სანიოლი ისტორიული მატჩის წინ

საბერძნეთთან ფინალური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

- ლუქსემბურგის შემდეგ ბედნიერი ვიყავი, რადგან ადამიანი ვარ და მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ გუნდი შენს დავალებას ასრულებს. ამ ემოციის შედეგი იყო ის მიმართვა, რაც სოციალურ ქსელებვში გავრცელდა. სვალისთვისაც გვაქვს გეგმა, მაგრა მოწინაღმდეგეც აწყობს გეგმავს- იდაალური რეცეპტი კი არ არსებონს

რამდენად კარგად გრძნობენ თავს ნაკრების წევრები? წინა მატჩისგან განსხვავებით, თამაშამდე მეტი დრო იყო, აღდგენებისთვისაც მეტი დრო მოგვეცა. ლუქსემბურგის შემდეგ 26-ვე მოთამაშე მზადაა და დაგვრჩა ბოლო ვარჯიში...

მეტოქეს რაც შეეხება, არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან მირჩევნია, ყურადღება საკუთარ გუნდზე გავამახვილოთ...

როცა გავიგეთ, რომ შეიძლებოდა, საბერძნეთს შევხვედროდით, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, კარგი მოთამაშეები ჰყავთ... ეს ფინალია და მოგება ორივეს გვინდა.

გამარჯვებულის მენტალიტეტია ის, თუ რას გააკეთებ გუნდისთის. ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ თამაში არ შეუძლია. მოგების მენტალიტეტი არის ის, რომ ყოველდღე მიზნისთვის იცხოვრო და საამისოდ ყოველდღე რამე გააკეთო.

მე მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, რადგან მათში არის წინსვლის მისწრაფება და ახლა უფრო მზად არინ მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე, თამაში კი არა 90, არამედ, შეიძლება 120 წუთი გაგრძელდეს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ჩემს გუნდში და ყველაფრისთვის მზად ვართ.

ვემზადებით თუ არა პენალტების სერიისთვის? დიახ, ესეც გვესმის, რომ პენალტების სერიაც შეიძლება იყო და ამაზეც ვვარჯიშობთ.

ფსიქოლოგი გვჭირდება თუ არა? თუკი ვიგრძნობდი, რომ ფეხბურთელებზე წნეხია, მოვითხოვდი ასეთ დახმარებას. მაგრამ ჩემს მოთამაშეებს ვიცნობ და ასეთი დახმარება არ სჭირდებათ.

LELO.GE