რატომ შეუფარდა მოსკოვის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პატიმრობა?
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს, ტერორიზმის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
”სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის მოთხოვნა ვ.ვ. მალიუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შესახებ”, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
მალიუკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი) ედება.
ცნობისთვის, ვალერი მალიუკმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობს. ამასთან, მან უსაფრთხოების სამსახურის სამიზნეებს შორის ოკუპირებული ყირიმის ხიდი დაასახელა.
"ინტერპრესნიუსი"