ლუკაშენკო აბობოქრდა - "ყველა გაანადგურეთ!" - კვირის პალიტრა

ლუკაშენკო აბობოქრდა - "ყველა გაანადგურეთ!"

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვარზე შესაძლო პროვოკაციებზე მკაცრი რეაგირების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ საზღვრის ყველა დამრღვევი უნდა განადგურდეს.

„საჯაროდ ვიტყვი: ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის საშუალებით უნდა შეწყდეს. მათთან ხუმრობას აზრი არ აქვს. დაარღვია სახელმწიფო საზღვარი - განადგურება,” - განაცხადა ლუკაშენკომ ოშმიანის რაიონში, სადაც მან ტერიტორიის ის მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"