"აფხაზეთიდან ჩამოვედი, ჩემი საქართველოს გამო" - რას ამბობს აფხაზეთიდან ჩამოსული ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელმაც ბილეთი ვერ შეიძინა? - კვირის პალიტრა

"აფხაზეთიდან ჩამოვედი, ჩემი საქართველოს გამო" - რას ამბობს აფხაზეთიდან ჩამოსული ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელმაც ბილეთი ვერ შეიძინა?

დღეს საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს ეთამაშება. მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.

ალეკო ლაგვილავა აფხაზეთიდან ჩამოვიდა, რათა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშს დასწრებოდა, თუმცა ბილეთის შეძენა ვერ მოახერხა. როგორც ამბობს, გადამყიდველები 1 ბილეთში გაცილებით დიდი თანხა მოსთხოვეს, ვიდრე რეალურად ღირდა.

ავტორი: ცოტნე შაორშაძე