"სიურპრიზი მომიწყვეს, არ ვიცოდი, რომ ბილეთის ყიდვა შეძლეს" - ვინ არის საქართველოს ნაკრების სიხარულისგან ატირებული გულშემატკივარი, რომლის ემოციურმა კადრებმა "ფეისბუქი" მოიცვა - კვირის პალიტრა

"სიურპრიზი მომიწყვეს, არ ვიცოდი, რომ ბილეთის ყიდვა შეძლეს" - ვინ არის საქართველოს ნაკრების სიხარულისგან ატირებული გულშემატკივარი, რომლის ემოციურმა კადრებმა "ფეისბუქი" მოიცვა

დღეს "დინამო არენაზე" საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების ისტორიული მატჩი მიმდინარეობს. თამაშზე დასასწრები ბილეთების ონლაინ ყიდვა ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა ვერ შეძლო, მათ რიგებში აღმოჩნდა "თავისუფალი სკოლის" მოსწავლე, პატარა ფეხბურთელი, 10 წლის გიორგი ყურაშვილი, რომელსაც ძალიან უნდოდა სტადიონზე ეხილა ჩვენი ფეხბურთელების დაპირისპირება საბერძნეთის ნაკრებთან. ბავშვის სურვილი იმდენად გადამდები აღმოჩნდა ოჯახის წევრებისთვის, რომ დედამ ახლობლებს დაავალა, იქნებ ვინმეს შესძლებოდა ბილეთის ყიდვა. დღეს კი, ბიჭუნამ შეიტყო, რომ მას ოცნება აუხდა და სიხარულისგან ატირებული საქართველოს ნაკრების გულშემატკივრის კადრები სრულიად საქართველომ იხილა სოციალურ ქსელებში.

gioooooooo-1711469219.jpg

kvirispalitra.ge-სთან საუბარში გიორგი დეტალურად ჰყვება, როგორ მოუწყვეს მას სიურპრიზი.

- გიორგი, ვინ გაჩუქა ბილეთი?

- სიურპრიზი მომიწყვეს, არ ვიცოდი, რომ შეძლეს ბილეთის ყიდვა, ჩემი დის ნათლიამ, ქეთი გარიშვილმა მაჩუქა. ჩვენ თვითონ ვერ ვიყიდეთ.

kvaaaaaaaaaaaaaraaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa-1711470576.jpg

- გაირკვა, რომ ფეხბურთის ყურება ძალიან გიყვარს, რამდენი წელია, რაც თამაშობ?

- დიახ, მართალია, ძალიან მიყვარს, სამი წელია ვთამაშობ.

- ვინ არის შენი ფავორიტი ფეხბურთელი?

- ხვიჩა კვარაცხელიაა ქართველებიდან, უცხოელებიდან კი კრიშტიანუ რონალდუ.

gioooooooooooooooooooooo-1711469248.jpg

ერთხელ, მასწავლებელმა მე და საზოგადოების გაკვეთილზე დაგვავალა საყვარელ სპორტის სახეობაზე ან სპორტსმენზე მიგვეტანა ინფორმაცია, მე ჩემი "კვარა" დავხატე.

img-5217-1711470626.jpg

- შენი ოცნება ახდა, სტადიონზე მიდიხარ. როგორი მოლოდინები გაქვს?

- დამატებით ტაიმში მოვიგებთ. ასეთია ჩემი ვარაუდი. ვფიქრობ, რომ დამატებითი დრო იქნება საჭირო. ვუსურვებ ფეხბურთელებს და ჩვენს ქვეყანას გამარჯვებას. მინდა, რომ მაქსიმალურად მოინდომონ ჩვენმა მოთამაშეებმა.

- მოგვიყევი, როგორ მოგიწყვეს სიურპრიზი?

- დედამ ბებიას ტელეფონით გადაუღო ბილეთს ფოტო... გუშინ ჩვენი ახლობლის ბავშვი დაიბადა და მითხრა, ტელეფონში ფოტო გამოგიგზავნეო, ბებოს ძმის შვილიშვილი დაიბადა გერმანიაში და ვითომ, მისი ფოტო გამომიგზავნეს. თავიდან არაფერი ჩანდა, მერე დავაკვირდი.