"კოლხეთისა და იბერიის რაინდებო, დაიცავით ოქროს საწმისი!.. არავის გავატანოთ ის!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილები საქართველო-საბერძნეთის მატჩს?
დღეს, 26 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. ამ მნიშვნელოვან დღეს სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი ახლავს, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო გამოხმაურებას:
ლევან ბერძენიშვილი, პოლიტიკოსი:
"მაშინ მორალური უპირატესობა ჰქონდათ: ცხვარი, რომლის საწმისსაც ითხოვდნენ, საბერძნეთიდან იყო. მაშინ მედეაც მათი იყო. ახლა მედეაც ჩვენია და მოედანიც. თანატოსი ან ნიკე, სიკვდილი ან გამარჯვება!"
რატი ამაღლობელი, პოეტი:
"საფეხბურთო ლოცვა
დღეს ჩამოფრინდნენ არგონავტები.
ხომ შეიძლება ერთხელ დაგვრჩეს ოქროს საწმისი,
არავის გავატანოთ ის და ჩვენ თვითონ წავიღოთ ევროპაში, მსოფლიოში.
ახლა მედეას და მისი მამიდების ჯადოქრობა გვჭირდება და არა მისი ბრმა სიყვარული.
კოლხეთისა და იბერიის რაინდებო,
დაიცავით ოქროს საწმისი თქვენი გრძნეული
და გამიზნული გაბრიყვებისგან".
ნიკა მელია, პოლიტიკოსი:
"დღეს უნდა ახდეს ჩვენი 30 - წლიანი ოცნება, უნდა გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე, შანსი აღარაა, ეს შესაძლებლობაც ხელიდან გავუშვათ, წარმატებები ბიჭებს P.S. დღეს ვინც ტვ- ში და სოც.მედიაში პოლიტიკაზე ისაუბრებს - არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაელახოს".
კახა კალაძე, თბილისის მერი:
„დღეს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. წაიკითხეთ სრულად