"კოლ­ხე­თი­სა და იბე­რი­ის რა­ინ­დე­ბო, და­ი­ცა­ვით ოქ­როს საწ­მი­სი!.. არა­ვის გა­ვა­ტა­ნოთ ის!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილები საქართველო-საბერძნეთის მატჩს? - კვირის პალიტრა

"კოლ­ხე­თი­სა და იბე­რი­ის რა­ინ­დე­ბო, და­ი­ცა­ვით ოქ­როს საწ­მი­სი!.. არა­ვის გა­ვა­ტა­ნოთ ის!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილები საქართველო-საბერძნეთის მატჩს?

დღეს, 26 მარტს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩია. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი გუნ­დი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. მატ­ჩი თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი ახ­ლავს, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბას:

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, პო­ლი­ტი­კო­სი:

"მა­შინ მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­დათ: ცხვა­რი, რომ­ლის საწ­მის­საც ითხოვ­დნენ, სა­ბერ­ძნე­თი­დან იყო. მა­შინ მე­დე­აც მათი იყო. ახლა მე­დე­აც ჩვე­ნია და მო­ე­და­ნიც. თა­ნა­ტო­სი ან ნიკე, სიკ­ვდი­ლი ან გა­მარ­ჯვე­ბა!"

რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, პო­ე­ტი:

"სა­ფეხ­ბურ­თო ლოცვა

დღეს ჩა­მოფ­რინ­დნენ არ­გო­ნავ­ტე­ბი.

ხომ შე­იძ­ლე­ბა ერთხელ დაგ­ვრჩეს ოქ­როს საწ­მი­სი,

არა­ვის გა­ვა­ტა­ნოთ ის და ჩვენ თვი­თონ წა­ვი­ღოთ ევ­რო­პა­ში, მსოფ­ლი­ო­ში.

ახლა მე­დე­ას და მისი მა­მი­დე­ბის ჯა­დოქ­რო­ბა გვჭირ­დე­ბა და არა მისი ბრმა სიყ­ვა­რუ­ლი.

კოლ­ხე­თი­სა და იბე­რი­ის რა­ინ­დე­ბო,

და­ი­ცა­ვით ოქ­როს საწ­მი­სი თქვე­ნი გრძნე­უ­ლი

და გა­მიზ­ნუ­ლი გაბ­რიყ­ვე­ბის­გან".

ნიკა მე­ლია, პო­ლი­ტი­კო­სი:

"დღეს უნდა ახ­დეს ჩვე­ნი 30 - წლი­ა­ნი ოც­ნე­ბა, უნდა გა­ვი­დეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, შან­სი აღა­რაა, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვათ, წარ­მა­ტე­ბე­ბი ბი­ჭებს P.S. დღეს ვინც ტვ- ში და სოც.მე­დი­ა­ში პო­ლი­ტი­კა­ზე ისა­უბ­რებს - არ­ჩევ­ნებ­ზე ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ე­ლა­ხოს".

კახა კა­ლა­ძე, თბი­ლი­სის მერი:

„დღეს, მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რაა. წაიკითხეთ სრულად