"ისტორია დაიწერა, ამაყი ვარ" - კახი კალაძის ემოციური მიმართვა - კვირის პალიტრა

"ისტორია დაიწერა, ამაყი ვარ" - კახი კალაძის ემოციური მიმართვა

ისტორია დაიწერა, ამაყი ვარ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მან საქართველოს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.

„არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა, ნამდვილად. ამისთვის ვწვალობდით, ვიბრძოდით რამდენიმე ათეული წელი. სამწუხაროდ, მე როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად ან ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა ან მსოფლიოზე, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, ისე როგორც არასდროს. ამაყი ვარ ბიჭებით, ამაყი ვარ გულშემატკივრით, რომელიც დღეს სტადიონზე იყო, ვინც ვერ მოახერხა, რომელსაც გული დაწყდა, ყველას, ყველას მიყვარხართ, გილოცავთ და წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვების სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს. გამთლიანებული ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში”, - განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საქართველომ "დინამო არენაზე" საბერძნეთის ნაკრებს პენალტების სერიაში სძლია.

"ინტერპრესნიუსი"