საქართველოს ეროვნული ნაკრები გამარჯვებას გუშემატკივართან ერთად რესპუბლიკის მოედანზე ზეიმობს - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები გამარჯვებას გუშემატკივართან ერთად რესპუბლიკის მოედანზე ზეიმობს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც შეკრებილ გულშემატკივართან ერთად აღნიშნავენ გამარჯვებას.

რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახი კალაძე, ასევე „ქართული ოცნების“ წევრები.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.