ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინა - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინა.

მის შესახებ პრემიერმა რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობენ.

„დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.