საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივართან ერთად ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივართან ერთად ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივართან ერთად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ნაკრების ინიციატივით, ისმოდა შეძახილები - „აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს