"ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი დღეა... ბიჭს ველოდები" - ხვიჩა კვარაცხელიას მოულოდნელი სიურპრიზი და იქ მყოფთა ემოციები (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან, წყვილი ბიჭს ელოდება. ამის შესახებ მსოფლიო ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
“ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი დღეა. საპანას არხიდან გავაჟღერებ, რომ ბიჭს ველოდები" - თქვა კვარამ. ვიდეო GEO TEAM ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტზე რამდენიმე თვის წინ იქორწინა. წყვილს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორია აქვს და ოფიციალური ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ, სადაც ხვიჩა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ურთულეს და ძალიან დაძაბულ მატჩში საბერძნეთის ეროვნული გუნდი დინამო არენაზე დაამარცხეს.
მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ამ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. განაგრძეთ კითხვა