ლელა კილაძის გრანდიოზული იუბილე, რომელსაც ახლანდელი შეყვარებული და ყოფილი ქმრები გიგი უგულავა, ნიკა მაჭარაძე და გუკა რჩეულიშვილი დაესწრნენ - კვირის პალიტრა

ლელა კილაძის გრანდიოზული იუბილე, რომელსაც ახლანდელი შეყვარებული და ყოფილი ქმრები გიგი უგულავა, ნიკა მაჭარაძე და გუკა რჩეულიშვილი დაესწრნენ

25 მარტს ლელა კი­ლა­ძემ და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა. ცნო­ბილ სა­ხეს 41 წელი შე­უს­რულ­და. გრან­დი­ო­ზუ­ლი იუ­ბი­ლე მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბით არ ყო­ფი­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლი, ლე­ლას და­ბა­დე­ბის დღეს ეს­წრე­ბოდ­ნენ ყო­ფი­ლი ქმრე­ბი - ნიკა მა­ჭა­რა­ძე, გიგი უგუ­ლა­ვა და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე მისი ახ­ლან­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი. კა­ცებ­მა ერ­თად სა­ერ­თო ფო­ტოც კი გა­და­ი­ღეს.

1-34275-1711525052.jpg

ლე­ლას იუ­ბი­ლე­ზე უმ­ღე­რეს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, სტე­ფა­ნემ და ლელა წურ­წუ­მი­ამ. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რად აფორ­მებ­და პი­ა­ნის­ტი ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი.

ლელა კი­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. წინა ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკა მა­ჭა­რა­ძეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი, მა­შინ­დელ თბი­ლი­სის მერს, გიგი უგუ­ლა­ვას გაჰ­ყვა ცო­ლად და კი­დევ ერთი ვაჟი, ალექ­სან­დრე შე­ე­ძი­ნა. უგუ­ლა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბი­დან მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლელა მა­საც და­შორ­და და ამ­ჯე­რად გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. გააგრძელეთ კითხვა