ვინ არის ადელ ჩედლი, რომელიც "დინამო არენაზე" საქართველოს გამარჯვებისთვის ლოცულობდა?
პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.
ჩვენში მომხდარი დიდ დღესასწაულად იქცა. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს ქართველების მწვრთნელის ვილი სანიოლის გვერდით მყოფი მამაკაცი პენალტების სერიის დროს როგორ ლოცულობდა. როგორ ირკვევა, ის მთავარი მწვრთნელის ტუნისელი თანაშემწე, ტუნისელი ადელ ჩედლია.
"გუშინდელი დღიდან ბევრი კადრი დაგვრჩება მეხსიერებაში კიდევ დიდხანს. ეს ერთ-ერთია: სანიოლის თანაშემწე, ტუნისელი ადელ ჩედლი, პენალტების დროს ლოცულობს საქართველოს გამარჯვებისთვის", - წერს სოცილაურ ქსელში პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
რა არის ცნობილი ადელ ჩედლიზე?
ადელ ჩედლი 1976 წლის 16 სექტემბერს დაიბადა, ტუნისელ ფეხბურთელს ჰქონდა წარმატებული კარიერა, თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. 2021 წლიდან მუშაობს საქარათველოს ნაკრებთან. გააგრძელეთ კითხვა