"ვულოცავ ყველა ქართველს!..დღეს ცოტა უძილო ვარ, მაგრამ ემოციები ძალიან ამაღლებული იყო" - ევროკავშირის ელჩი - კვირის პალიტრა

"ვულოცავ ყველა ქართველს!..დღეს ცოტა უძილო ვარ, მაგრამ ემოციები ძალიან ამაღლებული იყო" - ევროკავშირის ელჩი

ვულოცავ საქართველოს და ყველა ქართველს გუშინ გამართულ ამ შესანიშნავ საფეხბურთო მატჩს. დღეს ცოტა უძილო ვარ, მაგრამ ემოციები ძალიან ამაღლებული იყო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ის ამაყია, რომ საქართველომ გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

„ვულოცავ საქართველოს და ყველა ქართველს გუშინ გამართულ ამ შესანიშნავ საფეხბურთო მატჩს. დღეს ცოტა უძილო ვარ, მაგრამ ემოციები ძალიან ამაღლებული იყო. ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველომ გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი, რათა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ვულოცავ გუნდს, ასევე, ყველას, ვინც გუნდს ამხნევებდა. გილოცავთ !“- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"