"მომავალი დაიწყო აქ!" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ბავშვობის ფოტოები
"დინამო" თბილისის ფეისბუქის გვერდზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ბავშვობის ფოტოები გამოქვეყნდა. მაშინ ისინი ჯერ კიდევ დამწყები ფეხბურთელები იყვნენ.
2024 წლის 26 მარტი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს თარიღად დარჩება. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრების დამარცხებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლო.
ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.
ეს ისტორიული შედეგი "ჯვაროსნებმა" საბერძნეთთან მატჩისას დააფიქსირეს. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ჩვენმა გუნდმა 4:2 იმარჯვა.