"ზოგიერთი ასტროლოგიას უყურებს როგორც მკითხაობას, ნათელმხილველობას... გარკვეული მოვლენების წაკითხვაა შესაძლებელი პლანეტების მდგომარეობით" - რაში გვეხმარება ასტროლოგია? - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი ასტროლოგიას უყურებს როგორც მკითხაობას, ნათელმხილველობას... გარკვეული მოვლენების წაკითხვაა შესაძლებელი პლანეტების მდგომარეობით" - რაში გვეხმარება ასტროლოგია?

რაში გვეხმარება ასტროლოგია?

ანუ რატომ არ შეესაბამება ზოდიაქოს ზოგადი დახასიათება კონკრეტულ პიროვნებას?

დაგვეხმარება თუ არა ასტროლოგიური მონაცემების ცოდნა პირადი სირთულეების დაძლევასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში? ან თუ იცვლება ადამიანის ბედი ემიგრაციაში წასვლის შემდეგ? - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ზოგიერთი ასტროლოგიას უყურებს როგორც მკითხაობას, ნათელმხილველობას, ზოგს მიაჩნია, რომ პლანეტები განაგებენ ადამიანის ცხოვრებას. გასაგებად რომ გითხრათ, ასტროლოგია არის ასტრონომიის დეფინიცია. რეალურად, პლანეტების მდგომარეობით შესაძლებელია გარკვეული მოვლენების "წაკითხვა" და ასტროლოგები სწორედ ვარსკვლავებით ინფორმაციის წაკითხვის ამ ენას ვფლობთ..."

"თუ ვეუბნებით, რომ კონკრეტული დღე ან გარკვეული მომენტი რთულია და უმჯობესია არ შევიდეს კონფლიქტში, ამით თავის რუტინას, ცხოვრებას გაიუმჯობესებს. ასევეა კარგი პერიოდის შემთხვევაში, რომელსაც სწორად გამოყენება უნდა..."

"როგორც პრეპარატებს, ნივთებს ან ხელსაწყოებს მოჰყვება ანოტაცია, ისე ადამიანს აქვს ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც ჩვენი პოტენციალი შეგვიძლია შევითვისოთ და გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად. ასტროლოგიურ კონსულტაციაზე ხშირად მყოლია ასაკოვანი ადამიანებიც, რომლებმაც თითქოს ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები, მაგრამ კონსულტაციის შემდეგ სრულიად სხვა მიმართულება აირჩიეს და იქ მიაღწიეს წარმატებას..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 28 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

რუსუდან გელაშვილი