"ჩემი საკითხი პედსაბჭომ განიხილა. მთელი ამბები იყო..." - კვირის პალიტრა

"ჩემი საკითხი პედსაბჭომ განიხილა. მთელი ამბები იყო..."

"თითოეული ადამიანის ცხოვრება ნამდვილად წიგნს ჰგავს. როცა ვინმე შენს "წიგნს წაიკითხავს", იმედგაცრუებული არ უნდა დარჩეს - ნეტავ, საერთოდ არ "წამეკითხაო", - გვითხრა მომღერალმა პაატა თედიაშვილმა, რომელიც რეალითი შოუში მონაწილეობას კვლავ აპირებს და ამჯერადაც, მატერიალური ინტერესის გამო - არა: სურს საინტერესო ადამიანი და კარგი მეგობარი იყოს. აქვს მოლოდინი, რომ პროექტში მონაწილეობისას ახალი ურთიერთობები და ახალი განცდები საინტერესო მონოლოგების შექმნის ფანტაზიას კვლავ მისცემს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"მამა პატიმარი იყო. 1989 წელს გათავისუფლდა. მოგეხსნებათ, პატიმრებს ბევრი დრო აქვთ, რომ ციხეში ყოფნისას წიგნი წაიკითხონ. თან, ისინი უფრო თავისუფალი მკითხველები იყვნენ, ვიდრე - ჩვენ, ვინც გარეთ ვცხოვრობდით. მამა თავად მირჩევდა რომელი ავტორის რა ნაწარმოებები წამეკითხა..."

"მახსოვს, თამაზ წივწივაძის კრიტიკული შეფასებების გამო, ბევრ იმდროინდელ პოეტს, პუბლიცისტს კარდიული შეტევა ჰქონდა, ზოგი სუიციდამდეც კი მივიდა... რეალურად, ბატონმა თამაზმა მასწავლა, წიგნის წაკითხვის დროს როგორი უნდა იყოს კრიტიკული თვალსაწიერი..."

"ბაბუაჩემი (მამაჩემის მამა) კითხულობდა. მითხრა, - საშენო წიგნი არ არის, ხელი არ მოკიდოო. როცა ბაბუა ჩაიძინებდა, წიგნს ვპარავდი, სხვენში სინათლეს ავანთებდი და ვკითხულობდი. როგორც კი ფაჩუნის ხმას გავიგონებდი, ფეხაკრეფით, გულისფანცქალით, შეშინებული წიგნს ადგილზე ვაბრუნებდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 28 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი