"გიორგი სანაიას ჰქონია კასეტა, თუ როგორ იყვნენ ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და გვითხრა, რომ ამას საჯაროზე გამოიტანდა" - კვირის პალიტრა

"გიორგი სანაიას ჰქონია კასეტა, თუ როგორ იყვნენ ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და გვითხრა, რომ ამას საჯაროზე გამოიტანდა"

"სა­ქარ­თვე­ლოს და­ბა­დე­ბა" - ასე ჰქვია გა­და­ცე­მა­თა ციკლს, რო­მელ­საც უკვე დიდი ხა­ნია რაც იაგო ხვი­ჩია უძღვე­ბა. გა­და­ცე­მის სტუმ­რე­ბი პო­ლი­ტი­კოსს უახ­ლე­სი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უყ­ვე­ბი­ან. ცოტა ხნის წინ პო­ლი­ტი­კო­სის სტუ­მა­რი ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წევ­რმა მექა ხან­გოშ­ვილ­მა პან­კი­სის ხე­ო­ბა­სა და ქის­ტებ­ზე ისა­უბ­რა.

ინ­ტერ­ვიუ ორ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გრძელ­დე­ბა და ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში წამ­ყვა­ნი ეხე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბულს ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის ფაქ­ტზე, რაც ხან­გოშ­ვილ­მა გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბას და­უ­კავ­ში­რა:

მექა ხან­გოშ­ვი­ლი:

- ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს, დევ­ნი­ლებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­მოჰ­ყვა, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლე­ბიც, ყვე­ლა პან­კი­სის ხე­ო­ბამ მი­ი­ღო. შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ცუდი რაც იმ პე­რი­ოდ­ში მოხ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ად­გილ­ზე ბლოკ პოს­ტე­ბის ჩა­ყე­ნე­ბა იყო, რო­დე­საც კეთ­რო­ვა­ნი­ვით მო­წყვი­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს პან­კი­სის ხე­ო­ბა, საშ­ვი თუ არ გექ­ნე­ბო­და ვერ შეხ­ვი­დო­დი. წე­ლი­წადსა და ორ თვეს გაგ­რძელ­და.

განაგრძეთ კითხვა