"გიორგი სანაიას ჰქონია კასეტა, თუ როგორ იყვნენ ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და გვითხრა, რომ ამას საჯაროზე გამოიტანდა"
"საქართველოს დაბადება" - ასე ჰქვია გადაცემათა ციკლს, რომელსაც უკვე დიდი ხანია რაც იაგო ხვიჩია უძღვება. გადაცემის სტუმრები პოლიტიკოსს უახლესი წარსულის შესახებ საინტერესო ამბებს უყვებიან. ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსის სტუმარი ჩეჩნური დიასპორის წევრმა მექა ხანგოშვილმა პანკისის ხეობასა და ქისტებზე ისაუბრა.
ინტერვიუ ორ საათზე მეტხანს გრძელდება და ერთ-ერთ მონაკვეთში წამყვანი ეხება პანკისის ხეობაში არსებულს ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტზე, რაც ხანგოშვილმა გიორგი სანაიას მკვლელობას დაუკავშირა:
მექა ხანგოშვილი:
- ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, დევნილებს უამრავი ადამიანი შემოჰყვა, მათ შორის კრიმინალებიც, ყველა პანკისის ხეობამ მიიღო. შემდეგ ყველაზე ცუდი რაც იმ პერიოდში მოხდა ხელისუფლების მხრიდან, ადგილზე ბლოკ პოსტების ჩაყენება იყო, როდესაც კეთროვანივით მოწყვიტეს საქართველოს პანკისის ხეობა, საშვი თუ არ გექნებოდა ვერ შეხვიდოდი. წელიწადსა და ორ თვეს გაგრძელდა.