ჯერ იქორწინეს, შემდეგ გაიყარნენ - ოფიციალური სტატისტიკა: რამდენმა წყვილმა იქორწინა და დაშორდა საქართველოში - კვირის პალიტრა

ჯერ იქორწინეს, შემდეგ გაიყარნენ - ოფიციალური სტატისტიკა: რამდენმა წყვილმა იქორწინა და დაშორდა საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის განმარტებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს.

როგორც საქსტატში აღნიშნავენ, 2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

"ინტერპრესნიუსი"