სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხს ასახლებენ - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში?! - კვირის პალიტრა

სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხს ასახლებენ - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში?!

სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება, - ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას 26 მარტს შეხვდა.

შეხვედრაზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მათი გადასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.

„შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაუხადონ“, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა

"ინტერპრესნიუსი"