რას წერს უმძიმესი დანაშაულის დეტალებზე ბერძნული მედია? - "ათენის სკოლაში 19 წლის ქართველი შეიჭრა, დირექტორი დაჭრა, ნიგერიელ მოსწავლეს კი ჩაქუჩით გაუსწორდა" - კვირის პალიტრა

რას წერს უმძიმესი დანაშაულის დეტალებზე ბერძნული მედია? - "ათენის სკოლაში 19 წლის ქართველი შეიჭრა, დირექტორი დაჭრა, ნიგერიელ მოსწავლეს კი ჩაქუჩით გაუსწორდა"

ათე­ნის ერთ-ერთ სკო­ლა­ში მომ­ხდარ­მა სის­ხლი­ან­მა ინ­ცი­დენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. კიფ­სე­ლის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე 41-ე სკო­ლა­ში 19 წლის ახალ­გაზ­რდა და­ნი­თა და ჩა­ქუ­ჩით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ვარ­და და ნი­გე­რი­ე­ლი მოს­წავ­ლე ჩა­ქუ­ჩით სცე­მა, დი­რექ­ტო­რი კი დაჭ­რა. ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი ქარ­თვე­ლია.

შემ­თხვე­ვა 26 მარ­ტის დი­ლას 8:30 სა­ათ­ზე მოხ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე "გე­ნი­მა­ტა­სის" სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. ახალ­გაზ­რდას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვი­სა და მხრის არე­ში ჩა­ქუ­ჩით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. სკო­ლის დი­რექ­ტორს, რო­მე­ლიც ხმა­ურ­ზე მოს­წავ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­მო­ვი­და, მუც­ლის არე­ში და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბა ამ დრომ­დე ეძებს თავ­დამ­სხმე­ლის მო­ტივს. შემ­თხვე­ვას სწავ­ლობს ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა თავ­დამ­სხმელ­მა სკო­ლა­ში შეს­ვლა მა­შინ, რო­დე­საც დაც­ვა ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის თქმით, დაჭ­რილ მო­ზარდს უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და თავ­დამ­სხმე­ლის ძმას­თან, რის გა­მოც 19 წლის მო­ზარ­დი სკო­ლა­ში სამ­შა­ბათს დი­ლას მი­ვი­და და არას­რულ­წლო­ვან მოს­წავ­ლე­ებს და­ე­მუქ­რა.

და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ ამო­ი­ღო

და­კა­ვე­ბულ­მა უარი თქვა ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე და ად­ვო­კა­ტი მო­ი­თხო­ვა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ვი­და სკო­ლის შე­ნო­ბა­ში და ნი­გე­რი­ე­ლი მოს­წავ­ლის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მას თავს და­ეს­ხა და ჩა­ქუ­ჩი და­არ­ტყა. გააგრძელეთ კითხვა